ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 5 თებერვლიდან 7 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე, ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
კერძოდ, დაბლობ რაიონებში წვიმის, მთაში და მაღალმთაში კი - თოვლის სახით. 

მისივე თქმით, 6 თებერვალს, გვიან ღამიდან დღის პირველ ნახევრამდე, იმერეთის რეგიონში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შესაძლებელი იყო 10-15-დან 20-25 მ/წმ. 

"6 თებერვალს, დაბლობ რაიონებში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  7-9 გრადუსი დაფიქსირდება, მთიაში - -1, +4, მაღალმთიანში კი -  -5, 0. 7 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს და 15-18 გრადუსამდე გათბება",- განმარტავს დოდო გვაზავა. 

მისივე თქმით, 7 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან 11 თებერვლამდე, საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

Print
თეგები: #ამინდი