ახალი ამბები
ვანდალიზმი წყალტუბოში - დაზიანებულია ახლადრეაბილიტირებული საპირფარეშო
FaceBook
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, უცნობმა პირებმა, ახლადრეაბილიტირებული საპირფარეშო დააზიანეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სავარაუდოდ, ადგილი აქვს მიზანმიმართულ დაზიანებას. 





გენადი ბალანჩივაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში, წყალტუბოში ვანდალიზმის ფაქტები გახშირებულია, დაზიანებულია ძელსკამები, მწვანე ნარგავები და ბილიკები.

მერის თქმით, სიმართლის დასადგენად და მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, ყველაფერი გაკეთდება.


Print