ახალი ამბები
მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ.39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მოძრაობა შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
Print