ახალი ამბები
ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერვე თვეა მიმდინარეობს. 

ოპერის თეატრში მიმდინარეობს დემონტაჟი და პარალელურ რეჟიმში ტიხრების ამოყვანა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი" აწარმოებს. 

ქუთაისის ოპერის შენობის რეკონსტრუქცია გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას.

"დარბაზი აღიჭურვება ახალი აპარატურით.გვაქვს ტექნიკური  და აკუსტიკური პროექტები, როგორც პროექტშია გაწერილი, ყველაფერი უნდა იყოს ევროპული სტანდარტის... აკუსტიკური შესაძლებლობები სრულებით შეიცვლება ჩვენი თეატრისთვის", - ამბობს თეატრის მთავარი დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი.

პროექტის მიხედვით სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის 2022 წელს მომზადდა  სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გაიღო. 

აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს "ჯორჯიან ჰაუსმა" შეასრულა. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, "ჯორჯიან ჰაუსის" დაკვეთით ფინურმა კომპანია "აკუკონმა" შეიმუშავა.

კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენმა" ქუთაისში მანამდე ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია განახორციელა. 

პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ქუთაისის ოპერის თეატრის განახლება რეკონსტრუქია ბოლოს 2010 წელს შესრულდა და მისი საზეიმო გახსნა 2010 წლის დეკემბერში შედგა.

ოპერის თეატრში მიმდინარეობს დემონტაჟი, პარალელურ რეჟიმში ტიხრების ამოყვანა და ა.შ. 

დარბაზი აღიჭურვება ახალი აპარატურით.გვაქვს ტექნიკური  და აკუსტიკური პროექტი, როგორც პროექტშია გაწერილი უნდა იყოს ევროპული სტანდარტის, ბოლო ტექნიკური  მიღწევების  აკუსტიკური შესაძლებლობები სრულებით შეიცვლება ჩვენი თეატრისთვის. 

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ხელშეკრულებით არის 2025 წლის გაზაფხული. გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. იმედი გვაქვს რომ დასრულდება.
Print