ახალი ამბები
სახელმწიფო განზე არ უნდა გადგეს - ქუთაისში მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტყიბულელი მეშახტეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

საინიციატივი ჯგუფის მეირ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციას რიგით მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც შეურთდნენ.
აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ტყიბულელი მეშახტეების პრობლემა, ამიტომ საზოგადოება კიდევ უფრო სოლიდარული უნდა იყოს მათი პრობლემის მიმართ.

"ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაუცველები არიან ის ადამიანები,  რომლებიც მძიმე შრომას ეწევიან განსაკუთრებით ეს ეხება მაღაროელებს რომელთაც დიდი პრობლემა შეექმნათ დღეს თავიანთ კომპანიასთან. ამ შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარება რომ მან მიიღოს გარკვეული რეგულაციები. ამ რეგულაციებმა ბიზნესსაც და ამ მშრომელ ადამიანებსაც უნდა დაურეგულიროს ურთითთანამშრომლობის ფორმები. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ განზე უნდა გადგეს სახელმწიფო და შემოიფარგლონ რეკომენდაციებით , არამედ მათ უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები,იმისთვის რომ ადამინები რომელბზეც დამოკიდებულია ძალიან დიდი რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სიჯანსაღე არ იყვნენ ასეთ დღეში", - აღნიშნა აქციის ერთ ერთმა ორგანზიატორმა ქეთი ბერძენიშვილმა.

15 თებერვალს ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროების მუშათა დიდი ნაწილი, 1500-მდე ადამიანი, გაიფიცა, რადგან ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მათი მოთხოვნები: ხელფასის 40 %-ით გაზრდა და აუტანელი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შახტებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, რაც გამუდმებით ხდება უბედური შემთხვევების მიზეზი; არასათანადო და უხარისხოა სამუშაო სამოსი და დამცავი საშუალებები; ზეგანაკვეთური და ცვლის სამუშაოებისთვის მუშები მიზერულ ანაზღაურებას იღებენ. ტყიბული მთლიანადაა დამოკიდებული შახტებზე და, რადგან იქ დასაქმების ალტერნატიული წყარო არ არსებობს, ტყიბულელები, ისევე როგორც კაზრეთელები და ბევრი სხვა, იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ მათი სამუშაო ძალის კაბალური პირობებით ექსპლუატაციას კერძო ინვესტორის მხრიდან.


Print