ახალი ამბები
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი გაიზარდა - რაში დაიხარჯება 11 მილიონამდე ლარი
FaceBook
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა - ქალაქის მთავარი დოკუმენტის მოცულობა 10 მილიონ 905 000 ლარით გაიზარდა.
აღნიშნულ თანხას ქალაქი რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღებს.

გამოყოფილი თანხა, ძირითადად, ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

კერძოდ, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დაიხარჯება, 2 მილიონი - სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის, გამწვანებისთვის კი - 1 მილიონ 200 000 ლარი.

მისივე თქმით, 880 000 ლარით გაიზრდება "ქუთგანათების სერვისის" ბიუჯეტი. აღნიშნული თანხის ფარგლებში კი ქალაქის ტერიტორიაზე შადრევნების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია განხორციელდება.

ამასთან, 250 000 ლარით გაიზრდება შპს "ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის" ბიუჯეტი და ეს თანხა მისი სარემონტო სამუშაოებისთვის დაიხარჯება.

ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა, ამ დროისთვის, 126 მილიონ 416 400  ლარს შეადგენს.



Print