ახალი ამბები
რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა
FaceBook
დღეიდან, 30 იანვრიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან შემოსავლელი გზა მოეწყო, რომელზეც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო.

"შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში“,- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გასული წლის აპრილიდან მოქმედებდა. ოქტომბრიდან ის მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის გაუქმდა. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი რიკოთზე დაშვებული (ორმხრივად), 21:00 საათიდან 07:00 საათამდე იყო.


ამავე თემაზე:


რიკოთზე დაწესებული მოძრაობის რეჟიმი 12 ოქტომბრიდან იცვლება

რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილების საათები გაიზარდა

„გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება“

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთზე გზა ისევ დაკეტილია




Print