ახალი ამბები
ყოფილ კინოთეატრ ,,სულიკოს’’ შენობას დაანგრევენ
FaceBook
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის  "სულიკოს"  შენობას, სადაც წლების განმავლობაში ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ ფუნქციონირებდა, დაანგრევენ. 
სადემონტაჟო სამუშაოები  ორ კვირაში უნდა დაიწყოს, მანამდე კი შენობის შემოსაზღვრა მიმდინარეობს. 

თუ რა უნდა აშენდეს  ყოფილი კინოთეატრის   ტერიტორიაზე ახალ მფლობელს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. 

"შესაძლებელია საცხოვრებელი კორპუსი ავაშენოთ. განიხილება სასტუმროს აშენებაც, ასევე, შესაძლებელია საოფისე ფართიც. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. პროექტის განხილვის ეტაპზე ვართ,’’ - ამბობს  ობიექტის ახალი მფლობელის ვიტალი ონიანის წარმომადგენელი.

ყოფილი კინოთეატრის "სულიკოს’’ შენობა, სადაც წლების განმავლობაში ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ ფუნქციონირებდა, გაიყიდა.
შენობა ვიტალი ონიანმა იყიდა.

ირაკლი აბაშიძის გამზირი 14ა-ში მდებარე "სულიკოს" შენობა 80-იან წლებში აშენდა. შენობა თავიდნვე კინოთეატრისთვის იყო გათვალისწინებული.

ადგილზე "სულიკო" 1982 წელს გაიხსნა, რომელმაც მხოლოდ 5 წელი იარსება. 2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა.

2013 წლიდან ადგილზე ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ იყო განთავსებული.

"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი"  ამჟამად მუშაობას სასტუმრო ,,ბაგრატ 1003’’-ის შენობაში აგრძელებს.


ამავე თემაზე:


Print