ახალი ამბები
"გრაფიტი უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ დააზიანა“- მერია დაზიანებულ კედელზე
FaceBook
ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, "მონპლეზირის" თაღთან არსებული კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააზიანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განცხადებით, გრაფიტის დაზიანების ფაქტზე შესაბამისი სამსახურების მიერ მოკვლევა ჩატარდა.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით. 21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება - ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და "არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის" ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს.

"მონპლეზირის" თაღთან არსებული გრაფიტი", ქარავან არტ ფორუმის" ფარგლებში, 2016 წელს შესრულდა.


ამავე თემაზე:


"ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად გამოვლინდება, გრაფიტს კი აღვადგენთ"- ქუთაისის მერია

Print