ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, უნალექო ამინდები 29 იანვრიდან 2 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. 30-31 იანვარს და 1 თებერვალს კი ღამით ყინვები მოიმატებს.

„იმერეთის რეგიონის დაბლობ რაიონებში შესაძლებელია იყოს ყინვა -3-დან -1 გრადუსამდე. მთიანში- -5, -10, მაღალმთაში- -8, -13. დღის განმავლობაში ჰაერი გათბება მზის ხარჯზე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 იანვარს 12 გრადუსი დაფიქსირდება. 31 იანვარს და 1 თებერვალს კი ისევ დაიკლებს 9 გრადუსამდე“,- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, კვირის ბოლოს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალმთაში კი - თოვლი. ნალექიანი ამინდი, შესაძლოა, 5-6 თებერვლამდე გაგრძელდეს.

Print
თეგები: #ამინდი