ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
წყალტუბოში, მიუსაფარ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინია გამოცხადებული.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოველი იყო დაცემული. გამოვიკვლიეთ მასალა და დადასტურდა ცოფი. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, გუბერნატორმა უკვე გამოსცა ბრძანება და ცოფით დაავადების ფაქტის გამოვლენის გამო, ვეტერინარული კარანტინია გამოცხადებული“,- განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კი პირებს იძიებს, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში.




Print