ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 22 იანვარს შენარჩუნდება ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 3-5 გრადუსი დაფიქსირდება, მთიანში - 0-2 გრადუსი, მაღალმთაში კი -5, -3. 

დოდო გვაზავას განმარტებით, დღეს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ამიტომ შესაძლებელია, წვიმა თოვლში, ან თოვლჭყაპში გადავიდეს.

„ხვალ, 23 იანვარს, ზოგიერთ რაიონში ნალექის ინტენსივობა შესუსტდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან კი 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ღამით გაძლიერდება ყინვა",- განმარტავს დოდო გვაზავა. 

მისივე თქმით, 27 იანვრიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, დაბლობ რაიონებში ნალექის, მთიანში კი - თოვლის სახით. ამასთან, 27-28 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს.


Print
თეგები: #ამინდი