ახალი ამბები
ქუთაისში, ანა კალანდაძის ბიუსტი განთავსდება
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, პოეტ ანა კალანდაძის ბიუსტის დადგმა იგეგმება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ტელეკომპანია „რიონთან“ განაცხადა.

"წელს სრულდება ჩვენი საამაყო პოეტის ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი და მის იუბილესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის სკვერში გადაწყვეტილი გვაქვს, მისი ბიუსტი განვათავსოთ“, - განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანა კალანდაძე, 1924 წლის 15 დეკემბერს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. მან საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. მისი პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე. ანა კალანდაძის პოეზია აისახულია მუსიკალურ ხელოვნებაშიც.

Print