ახალი ამბები
ტარიფი არ გაზრდილა - რა ღირს ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომზე პარკირება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჯამში, 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პარკირების ფასი არ გაზრდილა, იგივე დარჩა.

კერძოდ, ავტოსადგომზე 1 საათით დგომის საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 2 ლარი იქნება, 5 საათიდან  24 საათამდე კი - 10 ლარი.

რაც შეეხება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, მათთვის პარკირების ღირებულება 0-24 საათამდე - 15 ლარი იქნება, 24 საათის შემდეგ კი, ყოველ ჯერზე ერთჯერადად 15 ლარს გადაიხდიან.

აეროპორტების გაერთიანებას მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის დგომის წესების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებიც აქვს დაწესებული.

კერძოდ, სადგომზე ავტომობილის 1 საათით არასწორად პარკირებისთვის მსუბუქ ავტომობილებს 5 ლარის გადახდა მოუწევთ, 5 დან - 24 საათამდე პერიოდში კი - 20 ლარის.

ავტობუსის სადგომზე („BUS“ აღნიშვნით) კი ავტობუსის არასწორად პარკირება 6 ლარი დაჯდება (1 საათით), 5-დან - 24 საათამდე კი - 30 ლარი.

ამასთან, ავტოსადგომის ბილეთის დაკარგვა 20 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

საჯარიმო სანქციები უფრო ძვირია აეროპორტის კონტრაქტორი სატრანსპორტო კომპანიებისთვის, დგომის წესის დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, მიკროავტობუსებისთვის - 200 ლარს შეადგენს, ავტობუსებისთვის 400 ლარს, მსუბუქი ავტომობილებისთვის კი - 100 ლარს.

ქუთაისის აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მოწყობა უკვე დასრულდა. ჯამში დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და წყალანირების სისტემა. მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე მოეწყობა განათების სისტემაც.

ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.
Print