ახალი ამბები
ჯარიმა თვითმმართველობის ქონების მიტაცებისთვის
FaceBook
შემთხვევა 500 ლარით ჯარიმდება


ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა 2015 წელს მიწის ნაკვეთის უკანონი მიტაცებისთვის, ტროტუარების შეზღუდვისთვის, უსახური და უნებართვო რეკლამების განთავსებისთვის 29 სადამსჯელო სანქცია გასცა. ჯარიმებიდან მიღებულმა თანხამ სულ 11500 ლარი შეადგინა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, მიწის უკანონო მიტაცებად ითვლება ისეთი შემთხვევა, როცა პირი ობიექტის მშენებლობის დროს ქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადმოვიდა. ასეთი შემთხვევა 500 ლარით ჯარიმდება.

საერთო ჯამში, შესაბამისმა სამსახურმა ქალაქში მშენებლობის დროს 52 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რაზედაც ადგილობრივ ბიუჯეტში 66 000 ლარი შევიდა. ჯარიმა რეაბილიტაციისთვის - რისთვის აჯარიმებს ქუთაისის მერია მოსახლეობას ნახეთ აქ.

Print