ახალი ამბები
"შვილების თანდასწრებით მეუღლეზე იძალადა" - ტყიბულის მერიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს
FaceBook
ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მერიის თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, 15 იანვარს, საღამოს საათებში, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება სსსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ორასიდან ოთხას საათამდე), ან 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Print