ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ გასულ წელს 447 სამშენებლო ნებართვა გასცა
FaceBook
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა გასული წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, შესაბამისმა სამსახურმა 2015 წელს 447 სამშენებლო ნებართვა გასცა და 267 პირველი კლასის ობიექტის მშენებლობა შეთანხმდა. ასევე, გასულ წელსვე არქიტექტურის სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 112 ობიექტი.

გარდა ამისა, არქიტექტურის სამსახურმა ქალაქის მერს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გასულ წელს მიღებული მშენებლობის ნებართვებიდან მიღებული მოსაკრებლის თაობაზე ანგარიშიც ჩააბარა.  როგორც გაირკვა, მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 55 000 ლარი შევიდა. 

"ერთ კვადარატულ მეტრზე მოსაკრებელი არის ერთი ლარი. სწორედ, ამ მოსაკრებლიდან შემოვიდა 55 000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქში გასულ წელს 55 000 კვ განაშენიანდა", - ამბობს  მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი. მისი თქმით,
გასულ წელს მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში  2 000 ლარით  მეტი შევიდა 2014 წელთან შედარებით. მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში განაშენებიანება და ობიექტების მშენებლობა წინა წლებთან შედარებით მზარდია.





Print