ახალი ამბები
2023 წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა - ეროვნული ბანკი
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 4,123 მლრდ დოლარის ღირებულების ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, აქედან ყველაზე დიდი წილი - 37% რუსეთზე მოდის, მას მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძენეთი.
იხილეთ იმ ქვეყნების სტატისტიკა, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის ფულადი გზავნილი გადმორიცხეს: 

რუსეთის ფედერაცია - 1,526,810 მლრდ აშშ დოლარი

იტალია - 518,564 მლნ აშშ დოლარი;

აშშ - 456,391 მლნ აშშ დოლარი;

საბერძნეთი - 242,997 მლნ აშშ დოლარი;

გერმანია - 228,642 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი - 215,158 მლნ აშშ დოლარი;

ყაზახეთი - 198,737 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი - 112,813 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი - 46,426 მლნ დოლარი;

ესპანეთი - 61,954 მლნ აშშ დოლარი;

საფრანგეთი - 53, 528 მლნ დოლარი;

ირლანდია - 47, 118 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი - 46 426 მლნ დოლარი;

გაერთიანებული სამეფო - 46, 450 მლნ დოლარი;

პოლონეთი - 29 947 მლნ დოლარი;

უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია 2022 წელთან შედარებით. 2022-ში საქართველოში ჯამში, 3 837 157 მლრდ დოლარი გადმოირიცხა. ფულადი გზავნილების მოცულობა მზარდია სხვა წლებთან შედარებითაც.

Print