ახალი ამბები
ყოფილი კინოთეატრის ,,სულიკოს’’ შენობა გაიყიდა
FaceBook
ყოფილი კინოთეატრის  "სულიკოს’’  შენობა, სადაც წლების განმავლობაში ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ ფუნქციონირებდა, გაიყიდა.
შენობა ვიტალი ონიანმა იყიდა.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, თუმცა შენობის ახალი მეპატრონე ჯერჯერობით ამას არ ადასტურებს.

ასევე, ახალი მფლობელი არ აკონკრეტებს რა ფასად გაიყიდა შენობა.

ირაკლი აბაშიძის გამზირი 14ა-ში მდებარე "სულიკოს" შენობა 80-იან წლებში აშენდა. შენობა თავიდნვე კინოთეატრისთვის იყო გათვალისწინებული.

ადგილზე "სულიკო" 1982 წელს გაიხსნა, რომელმაც მხოლოდ 5 წელი იარსება. 2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა.

2013 წლიდან ადგილზე ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ იყო განთავსებული.

,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ ამჟამად მუშაობას სასტუმრო ,,ბაგრატ 1003’’-ის შენობაში აგრძელებს.

ნახეთ  - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გასართობ ცენტრ "სულიკოს" ყოფილ შენობას?




Print