ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 16 იანვრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი.

დღეს, 15 იანვარს, ღამით დაბლობ რაიონებში -1 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება, მთიან რაიონებში - -3,-8 გრადუსი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაიკლებს.

16 იანვარს ტემპერატურა მოიმატებს. დღისით კოლხეთის დაბლობში ჰაერი 12-14 გრადუსამდე გათბება.

ამინდი 17 იანვრიდან შეიცვლება. 17-18 იანვარს დილის საათებში დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიანში - თოვლი.

17 იანვარს, დღის საათებში ტემპერატურა 9,10 გრადუსი იქნება, ღამით -2, -6 გრადუსამდე დაიკლებს.

18 იანვარს შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში შესაძლოა სუსტი თოვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. შედარებით უნალექო ამინდები 20 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება.

Print