ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში მეწარმეთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება
FaceBook
"მთავარი ამოცანა იქნება, ქტიურ რეჯიმში განიხილიოს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები".


ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მეწარეთა მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ  საბჭოს შექმნის მიზანი ბიზნესის ხელშეწყობაა.

"მთავარი ამოცანა იქნება, აქტიურ რეჯიმში განიხილიოს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, რომელზეც ადექვატური პასუხი იქნება თვითმმართველობის მხრიდან გაცემული თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მეაწარმეებს ვთავაზობთ, თავიანთი ინიციატივები წარმოადგინონ", - განმარტავს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.

მერიაში განმარტავენ, რომ საკონსულტაციო საბჭოში მეწარმეები დარგობრივი ნიშნის მიხედვით შეირჩერვიან. ამ დრომდე დადგენილი არ არის, თუ რამდენ წევრიანი უნდა იყოს აღნიშნული საკონსულტაციო საბჭო.

Print