ახალი ამბები
"მოსალოდნელია ქარბუქი და ლიპყინული'' - გარემოს ეროვნული სააგენტო
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ასევე მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე კი - ლიპყინული. 

13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.




Print