ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის განვითარების გეგმის კონცეფციას ორ კვირაში წარადგენს
FaceBook
"კონცეფცია არის ქალაქის პროფილი, ხედვა, მისია ქალაქისა და სტრატეგიული მიმართულებები".


ქუთაისის მერია ორ კვირაში ქალაქის განვითარების სტარტეგიული გეგმის კონცეფციას წარადგენს. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განმარტა. მისი თქმით, აღნიშნული კონცეფცია საზოგადოებას განსახილველად და შენიშვნებისთვის წარედგინებათ.

"კონცეფცია არის ქალაქის პროფილი, ხედვა, მისია ქალაქისა და სტრატეგიული მიმართულებები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის განვითარება. თუ საკრებულო მოიწონებს ამ კონცეფციას ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას და დაახლოებით წლის პირველი ნახევრისთვის  უკვე სრულ სტარტეგიას წარმოვადგენთ საკრებულოში დასამტკიცებლად", - ირწმუნება პაატა კლდიაშვილი.

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასული წლის ივლისში მემორანდუმი გააფორმა ორგანიზაციასთან (USD) "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში". მემორანდუმის მიხედვით, დონორი ორგანიზცია მერიას ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონსულტაციებს და მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას, სხვდასხვა საკითხებზე გაუწევს.

Print