ახალი ამბები
სახელმწიფო, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, 13 დასახელების მედიკამენტს უფასოდ გასცემს
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

ეს მედიკამენტებია:

ალეცენზა;
ტეცენტრიკი;
ავასტინი;
ტარცევა;
გაზივა;
მაბტერა;
ჰერცეპტინი;
კადსილა;
ზელბორაფი;
ფესგო;
პოლივი;
პერჯეტა;
ლოზროტრეკი;

უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მედიკამენტებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს, შედეგად პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს, -აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Print