ახალი ამბები
ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა
FaceBook
ტყიბულში მდებარე წყალსაცავის კუნძულები, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება აუქციონზე, დაახლოებით, ორ მილიონ ლარს შეადგენდა, 3 მილიონად გაიყიდა.
კუნძულების გასაყიდად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადა. გამარჯვებულები 28 დეკემბერს გამოვლინდნენ.

კუნძული 1
: ტყიბული სოფ. მანჭიორი. ფართობი 315018 კვ.მ
საწყისი ფასი: 1700000 გაიყიდა: 1701000

მეპატრონეს ევალება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში:

ტერიტორიის მოწესრიგება;
ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

შემსყიდველმა პირველ პუნქტში წარმოდგენილი სამუშაოებისთვის - “ტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობა“, უნდა დაასრულოს 5 წლის განმავლობაში და განახორციელოს
არანაკლებ 6.000.000 (ექვსიმილიონი) ლარის ინვესტიცია. 


კუნძული 2: ტყიბული სოფ. მანჭიორი. ფართობი 21421 კვ.მ

საწყისი ფასი: 120000 გაიყიდა: 676000

1. მფლობელს ევალება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში:
ტერიტორიის მოწესრიგება;
ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

უნდა განახორციელოს არანაკლებ 1.000.000 (ერთიმილიონი) ლარის ინვესტიცია.

კუნძული 3: ტყიბული სოფ. მანჭიორი. ფართობი 31828 კვ.მ

საწყისი ფასი: 180000 გაიყიდა: 663000

1. მფლობელს ევალება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში:
ტერიტორიის მოწესრიგება;
ეკონომიკური საქმიანობით დატვირთვა;
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

2. შემსყიდველმა პირველ პუნქტში წარმოდგენილი სამუშაოებისთვის - “ტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობა“, უნდა დაასრულოს 4 წლის განმავლობაში და განახორციელოს
არანაკლებ 1.000.000 (ერთიმილიონი) ლარის ინვესტიცია. 

"აუქციონის მიზანი გახლავთ ტყიბულის ტურისტურლი პოტენციალის განვითარება, სამუშაო ადგილების შემქნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მაშტაბით ცნობადობისა და მიზიდულობის გაზრდა,''-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 

ხელშეკრულებები ერთი თვის ვადაში უნდა გაფორმდეს.
Print