ახალი ამბები
“პუტინის კოცნა” - ფილმის ჩვენება და დისკუსია ქუთაისში
FaceBook
12 იანვარს, ქუთაისში, მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმის “პუტინის კოცნა” ჩვენება-დისკუსია გაიმართება.
დისკუსიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი გაუძღვება.

ფილმის ჩვენება
16:00 საათზე, სასტუმრო King David-ში მოეწყობა.

“პუტინის კოცნა"  დანიელი რეჟისორის, ლისე ბირკ ფედერსენის ფილმია, რომელიც რუსეთში ახალგაზრდა აქტივისტის ცხოვრებასა და მისი ცნობიერების ტრანსფორმაციაზე გვიყვება.

„მაშა დროკოვა კრემლთან დაკავშირებულ ეროვნულ-ახალგაზრდულ გაერთიანება “ნაშის” 16 წლის ასაკში შეუერთდა და მალევე დაიწყო კარიერული აღმასვლა, თუმცა მისი შეხედულებები ნელ-ნელა იცვლება მას შემდეგ, რაც ის კრიტიკული ჟურნალისტების წრეში აღმოჩნდება. ცნობილ ბლოგერ ოლეგ კაშინზე სასტიკი თავდასხმა ახალგაზრდა აქტივისტის შეხედულებების კარდინალურ ცვლილებას იწვევს“,- ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ფილმმა 2012 წლის სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიის ჯილდო მოიპოვა (დოკუმენტურ ჟანრში).

ღონისძიება პროექტის "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის” ფარგლებში იმართება. 

პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში. 

Print