ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში იმერული ოდის მოწყობას აკრიტიკებენ - „საექიფო გარემოს იქმნიან“
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში იმერული ოდის მოწყობას აკრიტიკებენ.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გია გოქაძე ირწმუნება, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში "საქეიფო" გარემოს შექმნა სურთ.
"ის რომ ბოტანიკურ ბაღში იმერულ ოდას დგამენ, ეს კონკრეტული ადამიანების მიზანს ემსახურება, რაც იმით დასრულდება რომ ბოტანიკურ ბაღში საქეიფო სიტუაცია იქნება, რაც სრულიად არ ემსახურება საზოგადოებრივ მოთხოვნებს,"- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელი გია გოქაძე.
როგორც ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ ყველა პროექტი, რომელიც ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ხორციელდება საამაყოა.
"მე ამაყი ვარ, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ძველ სახეს იბრუნებს და ყველა ის პროექტი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ხორციელდება საამაყოა. ყველას მოვუწოდებ, ბოტანიკური ბაღის აყვავებაში მონაწილეობა მიიღოს და ერთი ხე დარგონ, ხოლო თუ ვინმეს რამე ელანდება ეს მხოლოდ მისი პრობლემაა,"- ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ამირან ხვადაგიანი.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, იმერული ოდის მოწყობისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 000 ლარი იხარჯება.

Print