ახალი ამბები
ქუთაისში, შესაძლოა, „სითი მოლი“ გაიხსნას
FaceBook
ქუთაისსა და ბათუმში, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ გაიხსნას.
ამის შესახებ კომპანია IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მინდია საბანაძე „ბიემჯისთან“, გადაცემა რედატ2-ში ისაუბრა.

ბიზნესმენი გეგმის შესრულების დაწყებას ბათუმიდან აპირებს, რადგან თვლის, რომ იქ ბევრი ტურისტია და დიდი ინვესტიციები იდება. ამხელა მშენებლობები და მოსახლეობის შედინება კი, მისი თქმით, დიდ სავაჭრო ცენტრს საჭიროებს.

"რეგიონებში გასვლა ძალიან მინდა, უბრალოდ ამის საშუალება ეკონომიკამ უნდა მოგვცეს. მინდა, ჯერ ბათუმით დავიწყოთ და შემდეგ ვიფიქროთ ქუთაისზე, რადგან ქუთაისს კიდევ სჭირდება მეტი განვითარება და ინვესტიციების ჩასხმა. რასაც ვუყურებ, მთავრობა ქუთაისში კონკრეტული პროექტების განვითარებას და განსაკუთრებული გარემოს შექმნას გეგმავს, რაც ხალხის ნაკადის შედინებას გამოიწვევს. ამ პერიოდისთვის, ალბათ, მეც ვეცდები ფეხი ავუწყო“,- განმარტა მინდია საბანაძემ.

მისივე თქმით, „სითი მოლის“ გასახსნელად ისეთი ლოკაცია უნდა შეირჩეს, სადაც „ზედმეტად არც საცობი იქნება და ცენტრიდანაც არ იქნება ძალიან დაშორებული“.

IG International-ი თბილისში „სითი მოლი გლდანისA“ და „სითი მოლი საბურთალოს“ მმართველი კომპანიაა.



Print