ახალი ამბები
სამი ოთარი, მაიკოვსკი, თაყაიშვილი - მერია ძეგლების განახლებასა და მიმდებარე სკვერების რეაბილიტაციას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია სამი ოთარისა და მაიაკოვსკის მონუმენტის განახლებასა და მათ მიმდებარედ სკვერების რეაბილიტაციას გეგმავს. 

ამ მიზნით 337 050 ლარის ღირებულების ტენდერია [NAT230027551] გამოცხადებული. 

ძეგლები რომ განსაახლებელი და სკვერები  სარეაბილიტაციო - ამაზე ადგილობრივები  წლებია მიუთითებენ. მით უფრო, როცა ძეგლები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. 

„დიდი ხნის წინ გაკეთდა, ამიტომ ახლა  რეაბილიტაციას საჭიროებს. სკვერში არსებული სკამებიც გაფუჭებულია უკვე, ამიტომ უკეთესი იქნება თუ მოაწესრიგებენ. მით უფრო, რომ ამ ძეგლებზე გამოსახული ადამიანები ქალაქის კოლორიტები არიან“,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ქუთაისში სამი ოთარის (ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიას, ოთარ სულაბერიძის), ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლების გაწმენდა-გაახლებასა და მიმდებარე სკვერების კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის, გაზონების, დეკორატიული კენჭების მოწყობა, ხეებისა და ბუჩქების დარგვა. მოეწყობა საპარკე სკამებიც.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა შესრულდეს.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული სკვერი სამი ოთარის ძეგლთან

პროექტის მიხედვით, ასე უნდა მოეწყოს  სკვერი ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული სკვერი მაიკოვსკის ძეგლთან
Print