ახალი ამბები
თეთრ ხიდზე მინა ისევ გაიბზარა
FaceBook
ქუთაისში, თეთრი ხიდის სავალ ნაწილზე არსებული მინის  ერთი მონაკვეთი ისევ გაიბზარა.
დაზიანებული პერიმეტრი მერიამ რკინის ბარიკადებით შემოსაზღვრა, მანამდე კი ადგილზე გამაფრთხილებელი სტიკერები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიამ“ გააკვრა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გაბზარულ მინას ახლით  მალე შეცვლიან.



თეთრ ხიდზე მინის საფარი რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. ეს ხიდის ზედაპირის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. გახსნის დღიდან ხიდზე ხან შუშა დაიბზარა, ხან რკინის საფარი გაფუჭდა.

გადაადგილება საფრთხისშემცველი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია. თოვლის ყოველი მოსვლისას ხიდზე არაერთი მოქალაქე ეცემა. 

ქუთაისში ისტორიულ ხიდს რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, მოსაღები ხიდის არც ვიზუალი აღმოჩნდა და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

Print