ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
კერძოდ, დღეს, 8 იანვარს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება, საღამოს საათებიდან კი, შესაძლოა, გაწვიმდეს.

დოდო გვაზავას თქმით, 9 იანვრიდან კვირის ბოლომდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი - დაბლობში წვიმის, მთაში კი თოვლის სახით.

13 იანვარს, დღის ბოლოს კი შესაძლებელია დაბლობში წვიმა თოვლში გადავიდეს.

9 იანვრიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


Print