ახალი ამბები
ქუთაისში რეზო გაბრიაძის წყარო გაიხსნება
FaceBook
7 იანვარს, ქუთაისში, წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, რეზო გაბრიაძის წყარო გაიხსნება.

წყაროს მოსაპირკეთებელი ქვის ფილები მწერალმა თავად შექმნა - ქუთაისისა და თბილისისათვის.

მერიის ინფორმაციით, წყაროს განთავსების ადგილი რეზო გაბრიაძის ნაწარმოებებში აღწერილი ქუთაისის ძველი უბნების მიხედვით შეირჩა. 

აღსანიშნავია,  რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდანვე დაიწყება ტრადიციული საშობაო მსვლელობა და გაგრძელდება ქალაქის ქუჩებში.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე ქუთაისში დაიბადა. ის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი იყო. მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში.

რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.


Print