ახალი ამბები
7-8 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, +21 გრადუსამდე დათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება.

9 იანვრიდან კი კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 7-8 იანვარს, თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო), 7-8 იანვარს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო), 7-8 იანვარს, უმეტესედ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება“,- განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


Print
თეგები: #ამინდი