ახალი ამბები
ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართება
FaceBook
7 იანვარს, ქუთაისის ქუჩებში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
მსვლელობა, 12:00 საათიდან, ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ნაი-ნაის“ მონაწილეობით ჩატარდება.

საშობაო მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი, „დღის ცენტრებისა“ და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს გადაეცემათ.

ალილოს ტრადიცია საქართველოში 20 წელზე მეტია აღდგა და ყოველი წლის 7 იანვარს, როცა მართლმადიდებელი სამყაროს ერთი ნაწილი შობას აღნიშნავს, ასობით ადამიანი საშობაო წირვის შემდეგ მსვლელობაში მონაწილეობს, ხოლო შეგროვილ ნობათს გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებენ.

ფოტო: არქივი
Print