ახალი ამბები
წვიმა, თოვა, ქარბუქი - 5 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
5 იანვრის ჩათვლით, საქართველოში, დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",- განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
Print
თეგები: #ამინდი