ახალი ამბები
"სასიკვდილოდ გაგვიმეტეს" - სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში დევნილები ამ დრომდე რჩებიან
FaceBook
ქუთაისში, სასტუმრო „თბილისის“ ყოფილ შენობაში, დემონტაჟის პარალელურად, სამი ოჯახი ამ დრომდე რჩება.

შენობაში დარჩენილი ოჯახების თქმით, 28 დეკემბერს, ელექტროენერგიაც ჩაუჭრეს და მთელი ღამე სიცივეში გაატარეს.

„დღის 12 საათზე გამორთეს დენი. ვიფიქრე, მალე მოვიდოდა, მაგრამ მალევე, დენის კაბელები რაც იყო ხელით დაგლიჯეს. მთელი ღამე სიცივეში ვიჯექი, ისე გავათენე. წასასვლელი რომ მქონდეს, ხომ წავიდოდი? არაფერი არ მოუციათ და რატომ ლაპარაკობენ ტყუილს, არ რცხვენიათ? არცერთ ქვეყანაში არც ხდება ასე, დენი გაუთიშო და ასაკის ხალხი და ბავშვებიანი ქუჩაში დატოვო. სასიკვდილოდ გაგვიმეტეს“,
- ამბობს დევნილი ნაზი მოდებაძე.



დევნილთა სააგენტოში
განმარტავენ, რომ აქ მყოფ ერთ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაცია აქვს მიღებული. მეორე ოჯახს საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია, კიდევ ერთი ოჯახი კი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. მობინადრეები ამბობენ, რომ სააგენტო ტყუილებს ავრცელებს და წასასვლელი არსად აქვთ.

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა.

ობიექტი შპს  „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“  2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა.


ამავე თემაზე:

აქვთ თუ არა ბინები სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრებლებს - დევნილთა სააგენტოს განცხადება

"გვითხრან, რა ბედი გველის" - სასტუმრო "თბილისში" მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

"სანამ გაიყიდებოდა, ვინმე ხომ უნდა მოსულიყო ჩვენთან?" - სასტუმრო "თბილისის" შემოღობვა დაიწყეს

"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა


Print