ახალი ამბები
ქუთაისში საშობაო არდადეგები დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში საშობაო არდადეგები, დღეს, 30 დეკემბრიდან დაიწყო.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გუშინ, 29 დეკემბერს, შეწყდა.

ქუთაისის  "ბაგა-ბაღების გაერთიანებასა" და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.

ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. რაც შეეხება მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებას", სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print