ახალი ამბები
,,სავანეს’’ დემონტაჟის დროს დაკავებული პირის ბრალეულობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს
FaceBook
ქუთაისში, ყოფილი სანაყინის დანგრევის დროს  დაკავებული პირი სასამართლოშია გადაყვანილი.
ახალგაზრდა მამაკაცი აღსრულების პოლიციამ  წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა.  

აღსრულების ბიუროში გვითხრეს, რომ ახლა  მის ბრალეულობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

"აღსრულების ბიუროსთვის ხელის შეშლა დანაშაულია. მითუმეტეს, ჩვენ არ ვაგნრევდით, მერია ანგრევდა და მათ ჩვენგან ჰქონდათ აღსრულების ფურცელი. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს", -  განმარტავს აღსრულების ბიუროს წარმომადგენლი პაატა შამუგია. 

27 დეკემბერს,  "სავანეს’’  დემონტაჟის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ,,სავანეს’’ მფლობელები და მათი მხარდამჭერები ობიექტის ნგრევას აპროტესტებდნენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ქუთაისის მერიამ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე მაინც დაანგრია.

ფოტო: არჩილ გეგენავა

ამავე თემაზე:


Print