ახალი ამბები
"სავანეს" დანგრევაზე ტრაქტორის მძღოლმა უარი თქვა
FaceBook

კაფე-ბარ ,,სავანეს" დემონტაჟის პროცესის დროს ტრაქტორის მძღოლმა კაფის დანგრევაზე უარი თქვა, რის გამოც ნგრევის პროცესი შეჩერებულია.


"ამ ერთმა კაცმა ყველა გამოტანილი განაჩენი გადაწონა. მხოლოდ მას ეყო ვაჟკაცობა უარი ეთქვა ამ უკანონობაზე, ალბათ, სამსახურიდან გაუშვებენ", - ამბობს კაფის მეაპტრონე  გიორგი ტურაბელიძე.

დემონტაჟის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 16 ნოემბერს მიიღო.
ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. 

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს 2018 წლიდან აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.

 

Print