ახალი ამბები
ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის  2024 წლის ბიუჯეტი პროექტის  დაამტკიცა.

ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ დასწრებია. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან თვლიან, რომ მომდევნო წლის საფინანსო დოკუმენტი მთლიანად საარჩევნო წელზეა გათვლილი და პარტიულია.

ქალაქის მერის შეფასებით კი, მომავალი წლის ბიუჯეტი პასუხობს ქუთაისელებთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

მისივე თაქმით, 2023 წელი "ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო", მომავალი საარჩევნო წელი კი მეტად წარმატებული იქნება.

ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 115 მილიონ 510, 700 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 14 მილიონით მეტია.

მომდევნო წელს შესასრულებელი პრიორიტეტებისთვის (რომელიც წლებია არ იცვლება) თანხები ასე გადანაწილდა:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 23422,6 ათასი ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 23098,0 ათასი ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 11015,0 ათასი ლარი;

განათლება - 21398,0 ათასი ლარი;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 25749,5 ათასი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 8857,6 ათასი ლარი;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 1970,0 ათასი ლარი.

Print