ახალი ამბები
"აწარმოე საქართველოში" მეორე ეტაპის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
შეხვედრაზე მეწარმეებმა პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს

მეწარმოების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქუთაისში მიკრო და მცირე ბიზნესმენებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლები სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბიზნესის დაწყებით, ან არსებული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფოსთან ბიზნეს თანამშრომლობის უპირატესობებზე ესუბრნენ.
შეხვედრის მონაწილებს მომხსენებლებმა სააგენტოზე ბიზნეს იდეის განაცხადის შევსების და ინდ. მეწარმედ დარეგისტრირების სტანდარტები გააცნეს.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს პროექტ "აწარმოე საქართველოში" ახალ ეტას. პროექტის ფარგლებში ჩვენ ბიზნესის სახელმწიფოსთან ერთად მართვის პრიორიტეტები უკვე გავაცანით რამდენიმე რეგიონს. იმერეთში არის მაღალი დაინტერსება მიკრო და მცირე ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. რეგიონში უკვე 500–მდე ბიზნესია დარეგისტრირებული. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიკრო და მცირე ბიზნესი იყოს საქართველოში",–ამბობს მეწარმოების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლი ანა კვარაცხელია.

შეხვედრაზე პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა რამდენიმე ბიზნესმენმა. მათი თქმით, პროექტში ჩართულ მეწარმეებს ბანკებთან უწევთ თანამშრომლობა.  ბანკს კი უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ბიზნესის იდეა და მიმართულება, რაც ცალსახად არასწორის დაშვებაა სახელმწიფოს მხრიდან.

Print