ახალი ამბები
იმერეთში, ქარისა და მზის ელექტროსადგურები აშენდება
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება.
საკითხი მთავრობის  სხდომაზე განიხილეს, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნულისთვის 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქარის ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე, რომელთაგან ერთი ქარელის, მეორე კი, იმერეთის რეგიონში განხორციელდება,  130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. 

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, აღნიშნული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.



Print