ახალი ამბები
„ერთად შევიქმნათ ჯადოსნური განწყობა“- ქუთაისს, დღეს, საახალწლო ქარავანი ეწვევა
FaceBook
წინასაახალწლოდ, ქუთაისს, „კოკა-კოლას“ ქარავანი ეწვევა.

ღონისძიება, დღეს, ცენტრალურ მოედანზე,"მაკდონალდსთან", 20:30-დან დაიწყება.

უამრავი გასართობი პატარებისთვის, სახეზე მოხატვა და ბევრი ბუშტები - ორგანიზატორები ღონისძიებაზე მისულებს ჯადოსნური განწყობის შექმნას ჰპირდებიან.

მათივე განმარტებით, საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

Coca-Cola-ს საშობაო ქარავნის მსვლელობამ სტარტი, 20 დეკემბერს, დედაქალაქიდან აიღო  და 30 დეკემბრის ჩათვლით ჯადოსნურ განწყობას საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მიიტანს.

კოკა-კოლას 2023 წლის სადღესასწაულო კამპანიის სლოგანია - „მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა“.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, წლევანდელი საახალწლო კამპანიის ფილოსოფიური დატვირთვა ყველა ჩვენგანის "შინაგან სანტას" ეხმაურება - დიდი ხნის ნანატრ, სადღესასწაულო იდეის ძირითად თემას, რომელიც ხაზს უსვამს შობის სიკეთეს, იმედისა და ოპტიმიზმის გზავნილებს.


Print