ახალი ამბები
"არა ოკუპაციას" –არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი თეთრ ხიდზე
FaceBook
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამვლელებს ოკუპაციის საწინააღმდეგო შინაარსის ფლაერები დაურიგეს


არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" თეთრ ხიდზე საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაცია გააპროტესტა და ხელისუფლებას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა.

"დღევანდელ დღეს, წითელმა არმიამ მოახდინა სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაცია. ამ ბრძოლას უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შემციროს ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის დამოკიდებულება რუსეთზე და იზრუნოს ამ ვითარებიდან გამოსასვლელად",–განაცხადა "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო შინაარსის ფლაერები გამვლელებს დაურგეს.

Print