ახალი ამბები
ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
2024 წლის აპრილიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით ტრანსპორტი ინიშნება.

სამი ერთეული სამგზავრო ავტობუსის შესაძენად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი [NAT230026951] უკვე გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს საზოგადოებრივი დანიშნულების ავტობუსების წარმოებაში  სულ მცირე  15 წლიანი გამოცდილება უნდა ქონდეს. 

აეროპორტების გაერთიანება სამი ავტობუსის შესაძენად  1 მილიონ 383 408 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში იმპორტირების, განბაჟების, ავტობუსების შემსყიდველზე გადაფორმების, სახელმწიფო სანომრე ნიშნების ხარჯი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი (დღგ-ს გარდა) შედის.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა.


ამავე თემაზე:

მერიის შეუსრულებელი დაპირება - აეროპორტი ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ ვერ დაუკავშირდა

"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ ხერხდება

2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს


Print