ახალი ამბები
ქუთაისში, მეორე დღეა, თოვს - რამდენად მზად შეხვდა უხვ ნალექს ქალაქი
FaceBook
ქუთაისში, მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს და სინოპტიოსების პროგნოზით, ის ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.

მცირედი ნალექიც კი (თოვლის სახით) ქალაქში, ყოველ წელს, გადაადგილების პრობლემებს ქმნიდა, ამიტომ, "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, ამჯერად, რა მდგომარეობაა ქალაქში. 


თეთრი ხიდი



ქუთაისში, უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებს" ევალება. ორგანიზაციის წარმომადგენელის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, თოვლს ქალაქში პრობლემები ჯერჯერობით არ შეუქმნია და როგორც ქვეითებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება თავისუფალია.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი მუშახელი.

„თოვლს მომზადებული შევხვდით. პრობლემები ამ წუთას ქალაქში არ გვაქვს. ქალაქის მასშტაბით გადაადგილება ყველგან თავისუფალია, როგორც საფეხმავლო, ისე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. სიტუაცია კონტროლირებადია. დღის მეორე ნახევრიდან ველოდებით ნალექის შემცირებასაც. ადგილზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში ქვიშაც, მარილიც (40 ტონაზე მეტი) და ინერტული მასალებიც“,
- განმარტავს გიორგი მჟავანაძე.

ქუთაისში პირველი თოვლი მოვიდა. ინტენსიური თოვა გუშინ, შუადღისას დაიწყო.

თოვს იმერეთის რეგიონებშიც, რის გამოც საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვარსაშიშროება 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.

Print