ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 დეკემბრამდე, ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 25 დეკემბერს, თოვლი შენარჩუნდება, საღამოს საათებისკენ კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შესაძლოა, თოვლი თოვლჭყაპში გადავიდეს.

„26 დეკემბერს, დაბლობ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მთიანსა და მაღალმთიანში კი თოვა ნარჩუნდება. 27 დეკემბერს ერთი დღით გამოიდარებს. 28-ში კი კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში - თოვა“,- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 29, 30, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უნალექო ამინდები იქნება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 15 გრადუსამდე მოიმატებს.

Print