ახალი ამბები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს
FaceBook
ქუთაისში, დღეს საღამოს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათეს.

"დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს თანაქალაქელებს, იმათ, ვინც ახლა ამ მოედანზე დგას, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, მაგრამ იქედანაც გვიყურებენ, ვულოცავ ჩვენი ქალაქის სტუმრებს! დღეს ერთად ჩავიფიქრეთ სურვილები და ერთად ავანთეთ ჩვენი ულამაზესი ნაძვის ხე. მშვიდობის, წარმატებების, სიხარულის და ბედნიერების იყოს 2024 წელი ქუთაისისთვის, საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის!"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ნაძვის ხის ანთებამდე ქალაქში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, აქვე შეიძლებოდა გემრიელი კერძების და ცხელი სასმელის დაგემოვნება.



საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ. გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საბავშვო კონცერტები.

ღონისძიებები "ღამის შოუს ბენდის" კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

Print