ახალი ამბები
წვიმის მიუხედავად, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება
FaceBook
ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად, ქუთაისში, დღეს დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიების გადადგება არ იგეგმება.

ამის შესახებ მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.

გაიმართება "ღამის შოუს ბენდის" კონცერტი. საღამო კი რომელსაც მსახიობი კახა მიქიაშვილი წაიყვანს, 21:00 საათზე, ფოიერვერკით დასრულდება.

ქუთაისში, დღეს დაგეგნილი საახალწლო ღონისძიების მომსახურების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, პროექტის - "ახალი წლის დღეები საქართველოში" ორგანიზების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა (62-ვე) მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

Print