ახალი ამბები
ქუთაისში, წერეთლის გამზირზე, მოძრაობა ერთი დღით შეიზღუდა
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის გამზირზე, დღეიდან, 08:00 საათიდან 25 დეკემბრის 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მიზეზი აღნიშნულ ქუჩაზე განსახორიცელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გზა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე დაიკეტება.

შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზებიც:

"N1 სვლაგეზი, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და აღმაშენებლის მოედანი, შემდგომ კი - დადგენილი სვლაგეზით.

N3 სვლაგეზი, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ, დადგენილი სვლაგეზით.

N4 და N 5 სვლაგეზები, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებენ - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ დადგენილი სვლაგეზებით.

N41 სვლაგეზი ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ, დადგენილი სვლაგეზით",- აღნიშნულია ქუთაისის მერიის განცხადებაში. 

Print